ახლო აღმოსავლეთი — ტერმინი, რომელსაც ხშირად არქეოლოგები და ისტორიკოსები იყენებენ, მიუთითებს რეგიონზე, რომელიც მოიცავს თანამედროვე ისრაელს, პალესტინის ტერიტორიას, იორდანიას, სირიასა და ლიბანს, ასევე მცირე აზიას (თანამ. თურქეთი), მესოპოტამიას (ერაყი და აღმ. სირია) და ირანის პლატო (ირანი, ავღანეთი და დას. პაკისტანი). ალტერნატიულად ასევე არსებობს ტერმინი შუა აღმოსავლეთი, რომელსაც უფრო ნაკლებად განსაზღვრული საზღვრები აქვს და ამიტომ არქეოლოგებისა და ისტორიკოსების მიერ ნაკლებად გამოიყენება. კიდევ ერთი ალტერნატიული, არა-ევროცენტრისტული ტერმინი, რომელიც ბოლო დროს აღმოცენდა არის „სამხრეთ-დასავლეთი აზია“, თუმცა ეს ჯერჯერობით არც თუ ისე პოპულარულია.
ეგვიპტე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს, მიმოიხილება როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ნაწილი. ეს ფაქტი განპირობებულია ეგვიპტის მნიშვნელოვანი კავშირებით ახლო აღმოსავლეთის დანარჩენ ქვეყნებთან უძველესი, შუასაუკუნეებისა და თანამედროვე ისტორიის პერიოდში.
Comments
Post a Comment