მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირმა დაასრულა თავისი არსებობის ხანა და დამთავრდა ცივი ომის მრავალწლიანი ეპოქა, მსოფლიო გეოპოლიტიკურ არენაზე მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიღა აღმოჩნდა. ისევე როგორც მსოფლიო პოლიტიკის, ასევე ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის განმსაზღვრელი სწორედ ეს სახელმწიფო გახდა. ამ დროიდან მოყოლებული ამერიკა ცდილობს მშვიდობა და დემოკრატიული ღირებულებები დაამკვიდროს აღნიშნულ რეგიონში რასაც თან სდევს ანტიამერიკული გამოსვლები. ასევე საკმაოდ გაძლიერდა ფუნდამენტური მიმდინარობები, რომლებიც მიისწრაფიან ახლო აღმოსავლეთი ისლამურ ქვეყნად აქციონ, რასაც თავისთავად უპირისპირება დასავლური ღირებულებები, რაც კიდევ უფრო დიდ დაპირისპირებას იწვევს დასავლეთსა დ ა აღმოსავლეთს შორის. ტერორიზმმა მოიცვა მთელი მსოფლიო და ერთ ერთ გადაუჭრელ გლობალურ პრობლემად იქცა. მსოფლიო მაშტაბით მოქმედებენ ისეთი ტერორისტული ორგანიზაციები როგორებიც არის:
![Image result for middle east](https://cdn1.img.sputniknews.com/images/105404/12/1054041217.jpg)
1). ,, ჰესბოლაჰი“ – ლიბანის რადიკალური შიიტების ორგანზაცია.
2). არაბული ,, ისლამური ჯიჰადი“ და ,, ჰამასი“ , რომელთაც საღვთო ომი აქვთ გამოცხადებული ისრაელთან და მის მხარდამჭერებთან.
3). ჯამაათ ალ ისლამი – იბრძვის ისლამური სახელმწიფოების შექმნისათვის ცენტრალურ აზიაში .
4). ,, ლაშქარ -ე -თაიბი“ – პაკისტანის რადიკალური ისლამისტური მოძრაობა.
5). თალიბანი – უკიდურესად კონსერვატორულ – რადიკალური ისლამური ორგანიზაცია , რომელიც 1995 -2002 წლებში მმართველი ძალა იყო ავღანეთში.
6). ალ -კაიდა – ექსტრემისტულ – ტერორისტული ისლამური ორგანიზაცია უსამა ბინ -ლადენის ხელმძღვანელობით, რომლის სახელთან არის დაკავშირებული ყველაზე გახმაურებული ტერორისტული აქტები.
სწორედ უსამა ბინ ლადენის და ალ კაიდას სახელთანაა დაკავშირებული 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტები ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში, რასაც უზარმაზარი გამოხმაურება მოყვა, ძირეულად შეიცვალა მსოფლიო გეოპოლიტიკური წესრიგი და ბევრის აზრით, ცივილიზაციებს შორის ომის დაწყებას დაუდო საფუძველი. ტერორისტული აქტის შემდეგ ჯორჯ ბუშმა დაასახელა ბოროტების ღერძი ქვეყნები, რომლებიც ხელს უწყობენ ტერორისტებს და ასევე ქმნიან მასობრივი განადგურების იარაღს. ბოროტების ღერძის ქვეყნებში კი შევიდნენ ირანი, ერაყი და ჩრდილო კორეა. პირველი დარტყმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყს მიაყენა სადამ ჰუსეინის გადაგდებით და იქ ამერიკული ჯარების შეყვანით. დღეს ერაყი აშშ-სთვის საფრთხეს უკვე აღარ წარმოადგენს. თუმცა ამით სიტუაცია არ გამოსწორებულა მიუხედავად იმისა რომ ლიკვიდირებულია მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი ტერორიზმი არ გამქრალა და ისევ გლობალურ პრობლემას წარმოადგენს.
აშშ -ს პრეზიდენტად ბარაკ ობამას არჩევის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები მოხდა ვაშინგტონის ახლოაღმოსავლურ პოლიტიკაში.
ახლო აღმოსავლური დარეგულირების საკითხში ბარაკ ობამამ გააკეთა აქცენტი პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე, როგორც მტკიცე მშვიდობის დამყარების ძირითად პირობაზე. მეორე პრინციპული მიდგომა ამ საკითხთან მიმართებაში არის მკაცრი პოზიცია ისრაელური ახალშენების მიმართებაში დასავლეთ სანაპიროზე. ასევე ამერიკულმა მხარემ პირველად დააყენა საკითხი ისრაელის ატომურ იარაღზე, მოუწოდა ისრაელს განაცხადოს თავისი ატომური არსენალის შესახებ და მოახდინოს მისი ლიკვიდაცია. თმცა მიუხედავად ამისა ვაშინგტონის ახლოაღმოსავლურ პოლიტიკაში კვლავ მნიშვნელოვანი როლი უკავია ისრაელს. ამერიკელები მას განიხილავენ როგორც ერთადერთ დემოკრატიულ ქვეყანას რეგიონში. ამ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა განმტკიცებულია 1981 წლის ხელშეკრულებით. ისრაელი იღებს ყველაზე დიდ ამერიკულ სამხედრო დახმარებას. თუმცა თანამედროვე პირობებში ისრაელის უსაფრთხოების მიღწევა მხოლოდ სამხედრო მეთოდებით შეუძლებელია.
ერთ -ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჰამასი, რომელმაც შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეცვალოს სიტუაცია რეგიონში.
დღეისათვის აშშ რეგიონში ,, მტრულ ქვეყნებად“ მიიჩნევს უპირველეს ყოვლისა ირანს, რომელსაც ამერიკელები ადანაშაულებენ ერაყში შიიტი ექსტრემისტების, პალესტინის ტერიტორიაზე ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობის და ისლამური ჯიჰადის, ლიბანში ჰიზბალაჰის, ავღანეთში ტალიბანის მხარდაჭერაში. მთავარი კი თეირანის უარია შეწყვიტოს ურანით გამდიდრება.ასევე აშშ განსაკუთრებულ ყურადჭებას უთმობს ეგვიპტეს.
ახლო აღმოსავლეთში ამერიკის პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება ბრძოლა ტერორიზმთან. ამერიკის სპეცსამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სახელმწიფო უშიშროების სამსახურებთან. ამერიკის აზრით ისლამური ფუნდამენტალიზმი წარმოშობს სოციალურ – ეკონომიკურ პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტის გარეშე დემოკრატიას შეუძლია ხელსაყრელი პირობები შექმნას ისლამისტებისათის. ამიტომ აუცილებელია პოლიტიკური ლიბერალიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს არაბული ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას.
დასაბამიდან დღემდე ახლო აღმოსავლეთი იყო ტერიტორია რომლისთვისაც დავა მიმდინარეობდა, ოღონდ განსხვავება ის იყო რომ ყველა ეპოქას თავის განსხვავებული მიზეზი ჰქონდა.
დღეს ამ რეგიონის ძირითადი დაინტერესება ნავთობ პროდუქტების სიუხვით აიხსნება, რომელიც მსოფლიო ბაზარზე უდიდეს გავლენას ახდენს. ქვეყნები რომლებიც მსოფლიო პოლიტიკას განსაზღვრავდნენ თუ განსაზღვრავენ მუდმივად ისწრაფიან ამ რეგიონისაკენ, რაც თავის მხრივ ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანების საგანი ხდება. ამას ისიც ერთვის რომ მუსლიმური ქვეყნები ვერ ახერხებენ გაერთიანებას ერთი საერთო მტრის წინააღმდეგ. საინტერესოა გამართლდება თუ არა ჰანთინგტონის მოსაზრება ცივილიზაციათა შეჯახების შესახებ და თუ გამართლდა ძალიან საინტერესოა რომელი ქვეყანა იქნება ის რომელიც ბირთვი სახელმწიფოს როლს შეასრულებს და კონსოლიდაციას მოახდენს ერთი ცივილიზაციის ქუდ ქვეშ. ჩემი აზრით ამის პოტენციალი რამოდენიმე ქვეყანას გააჩნია. ესენია: ირანი, თურქეთი და საუდის არაბეთი. თუმცა ვთვლი რომ ამ სამიდან ყველაზე მეტად ბირთვ სახელმწიფოდ გადაქცევის შანსი მაინც საუდის არაბეთს აქვს. არა მგონია ირანმა შეძლოს ამ როლის შესრულება, ისევე როგორც ნაკლებ სავარაუდოა თურქეთმა მოახერხოს, მით უმეტეს რომ იგი გარიყული სახელმწიფოს შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს დღევანდელი გადასახედიდან.( ევროპა არ იღებს ევროკავშირში და არც ტრადიციულ ისლამურ ქვეყანას წარმოადგენს). საინტერესოა რა მოხდება მომავალ ათწლეუში.
Comments
Post a Comment